დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016281 |
|
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის N44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016263) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, შემდეგნაირად: ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე ) საბანკო ანგარიში. 3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად: ა) 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –100 ლარი; ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის, მეურვის ან მზრუნველის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); დ) ცნობა მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნის შესახებ; ე) 18 წლამდე ასაკის პირის დაბადების მოწმობის ასლი; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები