,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016387
88/04
30/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
220090000.18.011.016387
,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №88/04

2019 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/03/2018; ს/კ:  220090000.18.011.016285) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. მოთხოვნათა წარდგენის 1 თვიან ვადაში ბანკის მეანაბრის ან სხვა კრედიტორის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას და/ან იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ან სხვა კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც ეკუთვნის ამ მენაბარეს ან ამ კრედიტორს და რომელიც არ ექცევა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 9 იანვრის №1/04 ბრძანებით განსაზღვრულ და/ან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების ნუსხაში, ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით, გარდა იმ დეპოზიტებისა, რომლებიც არ აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებს. ეროვნულ ბანკში გადაირიცხება მხოლოდ ის სახსრები, რაც ლიკვიდაციაში მყოფ ბანკში განთავსებული იყო ეროვნულ ვალუტაში, ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე