დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4746-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.019492 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.05.001.019114) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11 1. ამ კანონის მოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არსებული რედაქციით გათვალისწინებული ორგანოების მიერ მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და შეთანხმება განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან. |
თბილისი, 30 მაისი 2019 წ. N4746-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები