ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის, სამი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016518
168
24/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
000000000.00.101.016518
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის, სამი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება № 168

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის, სამი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს (მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად), მასთან არსებულ ოთხ შესახვევს, სამ ჩიხს და ერთ გასასვლელს მიენიჭოს მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            გიორგი ტყემალაძე