ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016516
166
24/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
000000000.00.101.016516
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 166

 2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

ალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ ანავა სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე