დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის იოსებ გრიშაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016515 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 165
2019 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის იოსებ გრიშაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს პოეტ იოსებ გრიშაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები