დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016514 |
|
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის მხატვარ ირინა შტენბერგის სახელის მინიჭების შესახებ
|
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) სამგორის რაიონში გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს მიენიჭოს მხატვარ ირინა შტენბერგის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6). საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები