ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016510
160
24/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
000000000.00.101.016510
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება № 160

2019 წლი 24 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ

     1. საქართველოს ორგანული კანონის  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთს (III ქუჩის და IV ქუჩის მონაკვეთები ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭოს ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველი   სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ტყემალაძე