ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016504
154
24/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
000000000.00.101.016504
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 154

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

   2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე - 12 კმ., № 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე