სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-202/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 27/05/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-202/ო
27/05/2019
ვებგვერდი, 03/06/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-202/ო 

2019 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ნლი“-ზე (ფაქტობრივი მისამართი: ზუგდიდი, კიტიას ქუჩა №22) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „ნლის“ დირექტორის ი. თორდიას განცხადებები №42292, 27.03.2019წ; №53796, 16.04.2019წ.;

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ 443-66, 21.05.2019წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №18 24.05.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                        თეიმურაზ პირველაშვილი