დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-201/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე“ (ს/კ 204864548, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ.№9) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, აუტოფსიური საქმიანობა. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნ. ოვსიანიკოვას განცხადება: №49760 08.04.2019წ. და სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას განცხადება №52457 12.04.2019წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ 427-64, 15.05.2019წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №17 23.05.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები