დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016399 |
|
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 010250020.35.119.016392, 7/03/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ.“ 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.“. 3. დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა.“ (შემდგომში – „პროგრამა“).“. 4. პროგრამის I თავის 1-ლი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ“ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა. 5. პროგრამის I თავის 1 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა)“. 6. პროგრამის I თავის 1-ლი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინასება/თანადაფინანსების პროგრამა.“. „7.“ პროგრამის II თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ან ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემელი კატეგორია-ასაკით“ (არსებობის შემთხვევაში).“. 8. პროგრამის II თავის მე- 5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2) პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხანდაზმულმა ან ხანდაზმული პირის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა)განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბანკის ანგარიშის ნომერი; დ) უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.“. 9. პროგრამის II თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ გაცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.“. 10. პროგრამის II თავის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას. 11. პროგრამის II თავის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული (ომში დაღუპული პირის) ოჯახის წევრის ომისა და სამხედრო ძალების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული (ომში დაღუპული პირის) ოჯახის წევრის შესახებ.“. 12. პროგრამის II თავის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (ტერმინალური სტადია) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“. 13 . პროგრამის II თავის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა 1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის (შემაკავებელი ან დამცავი ორდერის არსებობის შემთხვევაში) მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა მაქსიმუმ 6 თვით განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 120 (ას ოცი) ლარისა. 2. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შემაკავებელი ან დამცავი ორდერი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შუამდგომლობა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ; ე) უძრავი ქონების (ბინა) ქირავნობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებული. 3. თანხის ჩარიხცვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“. 14. პროგრამის II თავის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა) . 1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 15 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის სეზონური საკურორტო- სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსება წელიწადში ერთჯერ განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარის წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა/გადაწყვეტილება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ე) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; ვ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა № IV 100/ა; ზ) ბინის მესაკუთრესთან ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრებულება; თ) ბინის მესაკუთრის (გამქირავებელი) საბანკო ანგარიშის ნომერი.“. 3. თანხის ჩარიხცვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“. 15. პროგრამის II თავის 25-ე მუხლის სათაური და 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა „1. პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინასება/თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.“. 16. პროგრამის II თავის 29-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანადაფინანსება ხორციელდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად. 3. ამ პროგრამის 27-28-ე მუხლებით გათვალისწინებული იმ პირების, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ქ. ხონში სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე – განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ, გაცემული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.“. 17. პროგრამის III თავის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური.)“. 18. პროგრამის III თავის 31-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ განცხადებას საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი „პროგრამის“ საფუძველზე. 5. პროგრამით გათვალისწინებული 22-ე და 23-ე მუხლებით განსაზღვრული ანაზღაურება განახორციელოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ქირავნობის (უძრავი ნივთის) ხელშეკრულების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები