დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სანის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1076-14 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 13/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
|
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე განმცხადებელი – სს „თიბისი ბანკი“ წარმომადგენელი – ვასილ ტიტვინიძე მოვალე – შპს „სანი“ წარმომადგენლები – ირაკლი გვარამია, სერგო გვარამია, გოჩა ფიფია მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი დავის საგანი – განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ (საქმე №2/1076-14, განმცხადებელი – სს „თიბისი ბანკი“, მოვალე – შპს „სანი“). 2019 წლის 13 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრების დამტკიცების საკითხი, რის შედეგადაც მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ მოვალის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი - დალი ბერულავა და უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი – გოჩა მამათელაშვილი. გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. თუ მომრიგებლები ვერ შეთანხმდებიან მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის საკითხზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე. განსახილველ შემთხვევაში მომრიგებელი საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ დრო მესამე წევრის კანდიდატურის წარმოსადგენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ კრედიტორთა კრების გაგრძელება მიზანშეწონილია მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ მესამე წევრის შერჩევის შემდეგ. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დაადგინა: 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 5 ივნისს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით: • მომრიგებელი საბჭოს წევრის დამტკიცება; • კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები