საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 180/6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016575
180/6
31/01/2019
ვებგვერდი, 30/05/2019
480610000.03.030.016575
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ 


საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“) მიზნად ისახავენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

კორეის რესპუბლიკის მთავრობა, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ან მის განსაზღვრულ სააგენტოს (შემდგომში „მსესხებელი“) გამოუყოფს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (შემდგომში „EDCF“) სესხებს პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც შეთანხმდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის (შემდგომში „პროექტები“).

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, გააფორმებენ ცალკეულ შეთანხმებებს (შემდგომში „შეთანხმებები“), რომელიც განსაზღვრავს EDCF-ის სესხების (შემდგომში  „სესხები“) თანხების ოდენობას, ვადებსა და პირობებს.

მუხლი 3

1. სესხები ხელმისაწვდომი იქნება სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად (შემდგომში როგორც „სასესხო ხელშეკრულებები“), რომელიც გაფორმდება მსესხებელს და კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკს (შემდგომში „ბანკი“), EDCF-ის მიზნებისთვის მთავრობის აგენტი, შორის.

2. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით, გარანტია სესხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისად აღსრულებული უნდა იქნეს ბანკისთვის მიწოდებული.

მუხლი 4

სესხის თანხები გამოყენებული უნდა იქნეს იმ გადახდების დასაფარად, რომლებიც გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების მიერ მიმწოდებლებისათვის, კონტრაქტორებისთვის და/ან კონსულტანტებისთვის ნებადართული სახელმწიფოებიდან იმ საქონლის და მომსახურების შესყიდვისათვის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელებისათვის.

მუხლი 5

სესხის ფარგლებში საქონლის გადაზიდვასა და საზღვაო დაზღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა შეიკავებს თავს რაიმე შეზღუდვის დაწესებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის გადამზიდ და საზღვაო დაზღვევის კომპანიების სამართლიან და თავისუფალ კონკურენციას.

მუხლი 6

საქართველოს მთავრობა მიიღებს საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყოს პროექტში ჩართული კორეის მოქალაქეების აქტივობას და გაუწევს მათ დახმარებას, მიიღონ ისეთი მომსახურება და ხელსაყრელი პირობები, რომლებიც საჭირო იქნება მათი მოვალეობების განსახორციელებლად საქართველოში იმ პირობით, რომ ისინი შეასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 7

საქართველოს მთავრობა გაათავისუფლებს ბანკს ნებისმიერი ფისკალური ბეგარისაგან ან მასზე დაკისრებული გადასახადისაგან, რომელიც დაკავშირებულია სესხებთან და/ან მასზე დარიცხულ პროცენტებთან.

მუხლი 8

საქართველოს მთავრობა მიიღებს საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ სესხით შექმნილი ობიექტები შენარჩუნებული და გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების მიხედვით.

მუხლი 9

ხელშემკვრელი მხარეები, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართავენ ერთმანეთთან კონსულტაციას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყონ სესხის ყველაზე სწორი და ეფექტური გამოყენება.

მუხლი 10

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 11

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ეს შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით ვიდრე რომელიმე ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ექვსი (6) თვით ადრე, თავისი სურვილით მისი შეწყვეტის შესახებ.

3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

4. ამ შეთანხმების შესწორებამ ან შეწყვეტამ გავლენა არ უნდა იქონიოს შეთანხმებებზე და სესხის ხელშეკრულების მოქმედებაზე, რომელიც დადებულია ამ შეთანხმების ფარგლებში მისი მოქმედების შესაბამის ვადამდე.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერები, რომლებიც უფლებასმოსილნი არიან თავიანთი მთავრობის მიერ, ხელს აწერენ შეთანხმებას.

 

შესრულებულია 2019 წლის 31 იანვარს, ქ. სეულში, ორ დედნად, ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

კორეის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით    

(ხელმოწერილია)