საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016456
24/2019
27/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
010340000.15.008.016456
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2019

2019 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
ხარჯთაღრიცხვა

მუხლი ხარჯის დასახელება თანხა
(ლარი)
სულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია           402,673
ხარჯები                402,673
შრომის ანაზღაურება                288,554
საქონელი და მომსახურება                  90,708
სხვა ხარჯები                  23,411
06 04 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები           365,473
ხარჯები                365,473
შრომის ანაზღაურება                260,654
საქონელი და მომსახურება                  89,508
სხვა ხარჯები                  15,311
06 04 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება            29,100
ხარჯები                  29,100
შრომის ანაზღაურება                  27,900
საქონელი და მომსახურება                    1,200
06 04 04  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება               8,100
ხარჯები                    8,100
სხვა ხარჯები                    8,100