„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016434
12
24/05/2019
ვებგვერდი, 30/05/2019
010250020.35.169.016434
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 24 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს:

ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის   შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

ბ) „ე.დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.

2. დებულების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,  გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების შემუშავება, მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულირება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების ორგანიზება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი