„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42-40
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016600
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42-40
24/05/2019
ვებგვერდი, 29/05/2019
310060000.35.101.016600
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/05/2019 - 25/06/2019)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42-40

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:           

მუხლი 2

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთისა და ზონის მიხედვით.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების/ზონალური პარკირების ადგილები და მათზე პარკირების საფასურის გადახდის მეთოდები (დროის მონაკვეთის თუ ზონის მიხედვით)  განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.

მუხლი 3

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური  დროის მონაკვეთის მიხედვით:

ა) 1 კვირა  – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);

ბ) 6 თვე  – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);

გ) 1 წელი  – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური ზონის მიხედვით:

ა) პირველ („A“) ზონაში 1 საათი – 1 ლარი;

ბ) მე-2 („B“) ზონაში 1 საათი – 2 ლარი;

გ) მე-3 („C“) ზონაში 1 საათი – 3 ლარი.

3. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილია პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით, აღნიშნული მის მძღოლს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს ზონის მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადახდისაგან.

4. ზონების აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნები უნდა იყოს წითელი ფერის, ხოლო მათი ფორმა და ზომა განისაზღვრება დანართი 3-ის შესაბამისად.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს დროის მონაკვეთი (დღე-ღამის გარკვეული დრო ან სრული დღე, მათ შორის, დასვენების და უქმე დღეებში), რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლებული იქნება ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან.“.

2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს 31 მუხლი.

3. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლდეს  დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან.

2. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელი, ხოლო 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდეს დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულიქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“:

ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ზონალური პარკირების ადგილი – პარკირების ადგილი, რომელზეც დადგენილია პარკირების საფასური ზონის მიხედვით;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–33 პუნქტები:

„31. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების 4 სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

32. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი სახლი, სარდაფი, სხვენი, კომერციული ფართი) უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს, როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.

33. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში აქვს ერთზე მეტი უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი სახლი, სარდაფი, სხვენი, კომერციული ფართი) უფლება აქვს თითოეული ამ უძრავი ქონებისათვის, ამ ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს, როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.“;

გ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს, როგორც წესი, უნდა ახლდეს: ზონალური პარკირების ადგილის და საფასურის, ასევე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. ამასთან, ყოველ 14 ადგილზე განთავსებული უნდა იყოს პარკირების აღმნიშვნელი 1 საგზაო ნიშანი.“;

დ) მე-7 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. პარკირების ადგილის აღმნიშვნელი საგზაო მონიშვნების ფორმა და ზომები განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.“;

ე) მე-7 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. პარკირების ადგილზე პარკირება დასაშვებია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელზეც გადახდილია პარკირების საფასური. დაუშვებელია ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პარკირების ადგილის პარკირებისთვის გამოსაყენებლად გადაცემა კონკრეტული პირისთვის ან ამ პირის მიერ განსაზღვრული პირებისთვის.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პარკირების ოპერატორი, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს.“;

ზ) მე-8 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

„5. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 და 33 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, განცხადებით მიმართავს პარკირების ოპერატორს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შესახებ ცნობის, უძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალების/საშუალებების რეგისტრაციის მოწმობის/მოწმობების ქსეროასლებს. პარკირების ოპერატორი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

6. ფიზიკური პირი, ამ წესის მე-3 მუხლის 32 და 33 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ამ შეღავათით სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის მიზნით, უფლებამოსილია ჩაანაცვლოს მის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება სხვა სატრანსპორტო საშუალებით ამ მუხლის შესაბამისად.

7. ფიზიკურ პირს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით სარგებლობის უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების განსაზღვრიდან ერთი თვის შემდეგ.“;

თ) მე-10 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იურიდიული პირების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პარკირების საფასურის გადახდის ფორმა განისაზღვრება პარკირების ოპერატორის მიერ.“;

ი) მე-10 მუხლის:

ი.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადახდისგან და მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელის ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას, პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს პარკირების ოპერატორი.“;

ი.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები:

„9. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებებისა, შესაძლებელია ზონალური პარკირების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე დამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.

10. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების ზონალური პარკირების ადგილას, ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე, გარდა პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისა.

11. ზონალური პარკირების ადგილზე პარკირების შემთხვევაში, პარკირების საფასურის გადახდის მობილური აპლიკაციით სარგებლობისას, ზონალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთანავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან მესაკუთრე  ვალდებულია ზონალური პარკირების ადგილზე დააფიქსიროს პარკირების დაწყებისა და დასრულების დრო და ამ წესის მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დროის გასვლისთანავე გადაიხადოს შესაბამისი ოდენობის პარკირების საფასური.“;

კ) მე-14 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პარკირების ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს რამდენიმე სპეციალური დაცული სადგომი, რომელთაგან ერთი იმუშავებს სადღეღამისო რეჟიმში, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ყოველდღე, სხვა სპეციალური დაცული სადგომების დახურვამდე მათში დარჩენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება, გადაყვანილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნულ სადღეღამისო სადგომზე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე