„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.017721
97/ნ
27/05/2019
ვებგვერდი, 28/05/2019
300160080.22.022.017721
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №97/ნ

2019 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 126, 01/10/2010; მუხ. 1839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.“.

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.my.gov.ge – მეშვეობით.  თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.“;

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სკოლის გამოსაშვები გამოცდების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (სრული ზოგადი განათლების ატესტატის) ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის მიერ გამოსაშვები გამოცდების დაძლევის ფაქტს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ ფორმირებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძველზე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის (ზოგადი განათლების ატესტატის) ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი იკვლევს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.“;

ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი ახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.“;

ვ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება

1. ცენტრი ახდენს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას და უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან თავსებადობის დადგენას.

2. ამ მუხლით დადგენილი რეგულაციები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირს არ შეუძლია, ცენტრში წარმოადგინოს მის მიერ უცხოეთში განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განცხადებას უნდა დაერთოს მიღებული განათლების დამადასტურებელი განმცხადებლის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და/ან განმცხადებლის მიერ მიეთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

4. ცენტრი განცხადების მიღების შემდეგ იწყებს ინფორმაციის მოძიებას საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ უცხოეთში განათლების მიღების ფაქტის დასადგენად, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის ჩართულობით და/ან მიმართოს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ/შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებულ განათლებას.

5. ცენტრი, განმცხადებლის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით, უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია, დადგინდეს, ფლობს თუ არა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირი მის მიერ განაცხადში მითითებული კვალიფიკაციის შესაბამის ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს. გამოცდა ტარდება ქართულ ან რომელიმე უცხო ენაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და განმცხადებლის შეთანხმების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო თემატიკა, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც განმცხადებელს უნდა გაეცნოს გამოცდის ჩატარებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.

7. გამოცდის შედეგების გათვალისწინებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

ბ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების ნაწილობრივ აღიარების შესახებ;

გ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების შესაბამისობა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ განათლების რა ნაწილია აღიარებული.

10. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებასთან ერთად, ცენტრი ადგენს საინფორმაციო ბარათს, სადაც მიეთითება:

ა) ბარათის შედგენის თარიღი;

ბ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი და სხვა);

გ) მონაცემები შესაფასებელი კვალიფიკაციის შესახებ;

დ) განმცხადებლის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია (უცხო ენების ფლობის, სამუშაო გამოცდილების შესახებ და სხვა.);

ე) ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შეფასების პროცედურის, შემფასებელი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ და შეფასების შედეგები.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბარათი დგება ქართულ და ინგლისურ ენებზე და გადაეცემა განმცხადებელს განათლების აღიარების/ნაწილობრივი აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტთან ერთად.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურებში“ (დანართი №2) და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 70 ლარი. ამასთან, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის 51 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შეფასებას, უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს საფასური, შესაფასებელი კვალიფიკაციის/სწავლის შედეგების თავისებურებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი