სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს "ქუთაისის რძის კომბინატი"
მიღების თარიღი 22/05/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
22/05/2019
ვებგვერდი, 24/05/2019
სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "ქუთაისის რძის კომბინატი"

განცხადება

2019 წლის 22 მაისი

ქ. ქუთაისი   

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ (ს/ნ 212670616) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 მაისი.

დღის წესრიგი:

1. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ 2017-2018 წწ. წლიური ანგარიშის განხილვა-დამტკიცება.

2. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ თანამშრომლებისათვის, მათ შორის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ დირექტორისათვის, სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.

3. სს „ქუთაისის რძის კომბინატში“, ხელშეკრულების და/ან ბრძანების საფუძველზე ახალი თანამშრომლების აყვანა და მათთვის შრომის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრა-გადაწყვეტა.

4. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ წესდებაში ცვლილების/ცვლილებების შეტანა.

5. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ.ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-1), საკადასტრო კოდი №03.05.22.428 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №16 (ნაკვეთი №2-2-1-2), საკადასტრო კოდი №03.05.22.429) და მოძრავი ქონების/ქონებების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. მათ შორის, სასაწყობე ფართების კაპიტალური, მიმდინარე, კოსმეტიკური შეკეთება. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ კუთვნილ ტერიტორიაზე სამაცივრე საწყობების მოწყობა და ამ მიზნით სამაცივრე საწყობის/საწყობების შეძენა; ეზოში სამანქანო და საფეხმავლო გზის მოწყობა, ეზოს მოპირკეთება ქვით, ბეტონით, ასფალტით; საკანალიზაციო, წყლისა და გაზის მილების, ასევე, ელექტროგაყვანილობების შეკეთება, კომუნიკაციის მოწყობა-მოწესრიგება; ახალი დამხარე შენობა-ნეგებობის აშენება.

ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად (მუშა-მოსამსახურეებისათვის გადასახდელი თანხები, მოძრავი ნივთების შესაძენი და სხვა საჭირო ხარჯებისათვის) ფინანსების მოძიება მოხდეს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ან სამუშაოთა სრული ან გარკვეული ნაწილი განხორციელდეს სს „ქუთაისის რძის კომბინატში“ შემოსული თანხებით, და/ან საქართველოს კომერციული ბანკებიდან, საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კრედიტის (სესხის) დახმარებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16. ტელეფონი 597 222 037. საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილოების უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მოსაშვილის 11,VII სართული).

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე            ირაკლი ქომეთიანი