„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42-36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016608
42-36
24/05/2019
ვებგვერდი, 29/05/2019
300330000.35.101.016608
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42-36

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გათავისუფლდეს ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავა აქვს და რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია.“.

2. დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვის გამცემი 2019 წლის პირველი ივლისიდან ვალდებულია ნებართვის მაძიებელს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge მის პირად სივრცეში მისცეს უფლება მონიშნოს შესაბამისი ნებართვის კატეგორია, რომლითაც ნებართვის მფლობელი განახორციელებს გადაყვანას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან.“.

3. დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელი ვალდებულია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge პირად მუნიციპალურ სივრცეში აირჩიოს (მონიშნოს) მისთვის სასურველი ნებართვის ის კატეგორია („A“ ან „B“), რომლითაც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან სურს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი დადგენილ ვადაში არ აირჩევს (მონიშნავს) მისთვის სასურველ ნებართვის კატეგორიას, ნებართვის გამცემი 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს („A“ ან „B“) კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მიანიჭებს ნებართვას „B“ კატეგორიას, ხოლო თუ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ დააკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნებართვის მფლობელს გაუუქმდება ნებართვა.“.

4. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესის“:

 ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვის მაძიებლის პირადი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.“;

ბ) მე-4 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ნებართვის გაცემისთვის/გაუქმებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილების შესახებ  მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, ხოლო ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მართვის მოწმობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სააგენტოსთან და სამინისტროსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე.“.

გ) მე-10 მუხლს პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ნებართვის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შეიტანს შესაბამის ცვლილებას ნებართვაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეცვლის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს);“;

დ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ ნებართვის მფლობელს აღარ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) გამო). ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოს ნებართვის გაუქმება მხოლოდ ამ ნებართვის მფლობელისთვის;“.

ე) მე-15 მუხლს, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“, „დ2“ და  „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისას, როდესაც იცვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე;  

2) ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შემთხვევაში;

3) თუ 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის მოქმედ ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს „A“ ან „B“ კატეგორიებისთვის დადგენილ მოთხოვნებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე