,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 020080050.22.035.016612
01-44/ნ
24/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
020080050.22.035.016612
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის N01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-44/ნ

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/07/2018; 020080050.22.035.016511) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:".

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი):
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) შევსების, წარდგენისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე უფლებამოსილი პირის მიერ.“;

ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსებაზე უფლებამოსილ პირად ითვლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე.“;

ბ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი პირი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც გადაეცემა/გაეგზავნება დამრღვევს.“.

4. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) „შრომის უსაფრთხოების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმა.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართი (სააღსრულებო ფურცელი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო