„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 270170000.10.003.021250
235
21/05/2019
ვებგვერდი, 24/05/2019
270170000.10.003.021250
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2019 წლის 21 მაისი

   ქ. თბილისი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 29/01/2019, 270170000.10.003.021023) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიმწოდებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება (რომელსაც ავტორიზაციის ვადა არ ეწურება საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში), დამოუკიდებლად ან პარტნიორ ორგანიზაციასთან/დამსაქმებელთან ერთად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე