თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 743
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 182, 23/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
743
16/12/2008
სსმ, 182, 23/12/2008
0000.00.00.000000
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე,

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს „თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №717 განკარგულებით მოწონებული თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით.

2. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდეს თანდართული სქემატური რუკისა და „ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:25 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით“ შესაბამისად.

3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადოს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუკები ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

5. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიამ განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს მთავრობამ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასთან ერთად 2009 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

7. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების მიღებამდე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღნიშნული დადგენილებით მოქცეულ ტერიტორიებზე გავრცელდეს ამ დადგენილების მიღებამდე შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო და სატარიფო ნორმატივები.

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე    გ. წერეთელი

თბილისი,

2008 წლის 16 დეკემბერი.

№743_IIს

 

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:25 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით

გადასაცემი ტერიტორიების საზღვრები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის არსებული საზღვრის წერტილიდან, რომლის კოორდინატებია – X = 721026.637; Y = 4613109.277 და რომელიც მდებარეობს სიმონ მესხის ქუჩისა და სასტუმრო „თანამგზავრისაკენ“ მიმავალი გზის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით და მიუყვება ყოფილი საავადმყოფოსაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს 1630 მ-ზე წერტილამდე, რომლის კოორდინატებია – X = 721000.807; Y = 4612425.222.

შემდეგ საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ საზღვარს 304 მ-ზე წერტილამდე, რომლის კოორდინატებია – X = 720700.772; Y = 4612433.387.

აქედან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 52 მ-ზე, ხოლო შემდგომ – ჩრდილოეთით 245 მ-ზე, კერძო ნაკვეთების საზღვარს წერტილამდე, რომლის კოორდინატებია – X = 720721.742; Y = 4612650.072.

შემდეგ საზღვარი მიუყვება დასავლეთით კერძო ნაკვეთებს შორის არსებულ საცალფეხო ბილიკს 88 მ-ზე, მთის ძირის ქუჩიდან შემომავალი საუბნო გზის გადაკვეთამდე, წერტილის კოორდინატებია – X = 720654.732; Y = 4612653.007.

აქედან საზღვარი მიუყვება დასავლეთით მთის ძირის ქუჩიდან შემომავალი გზის სამხრეთ ნაწილს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის არსებულ საზღვრამდე 335 მ-ზე, დიმიტრი თავდადებულისა და მთის ძირის ქუჩების გადაკვეთის წერტილამდე, რომლის კოორდინატებია – X = 720374.347; Y = 4612696.967.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთით მთის ძირის ქუჩის აღმოსავლეთ მხარეს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს 818 მ-ზე, სიმონ მესხის ქუჩისა და სასტუმრო „თანამგზავრისაკენ“ მიმავალი გზის გადაკვეთაზე, წერტილის კოორდინატებია – X = 721026.637; Y = 4613109.277.

ამტკიცებენ:

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის

საკრებულოს თავმჯდომარე        /გ. კირთაძე/

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე        /რ. მალაყმაძე/