მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” №44 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” №44 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016371
19
21/05/2019
ვებგვერდი, 23/05/2019
010260020.35.159.016371
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” №44 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2019 წლის 21 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ №44 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ №44 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/11/2017; 010260020.35.159.016293) დანართი 1-ში და,

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

დ) წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობის კონტროლს;

ე) სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი, მიღების შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის გაცნობისას სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

თ)  სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის კონტროლი;

ი) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

კ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

ლ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

მ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ნ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

ო) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;

პ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;

ჟ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

რ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და გაწვეულთა საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წარდგენას;

ს) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „მოქალაქეთა სამზედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ტ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაციას, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის ბაზის მომზადებას;

უ) თეორიული მეცადინეობების მოწყობას გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულები არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;

ფ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;

ქ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;

ღ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;

ყ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

შ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას;

ჩ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;

ც) საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.

3. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ასეთის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე