დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016365 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №33 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 31/12/2018, №190020020.35.159.016352) დანართი №1-ში და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 33261.9ათასი ლარის ოდენობით:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7,186.4 ათასი ლარის ოდენობით.
“. |
5.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 23350.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23750.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის უნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. |
7.
მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (ორგანიზაციულიკოდი 04 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვა; საჯარო სკოლებში კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა, მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 იანვრის №13 განკარგულებით „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 1820,0 ათ. ლარი მოხმარდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვას და სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 იანვრის №13 განკარგულების „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ მე-3 პუნქტის საფუძველზე საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულია 515,6 ათ. ლარი გაფორმებული ხეშეკრულების ღირებულების შესაბამისად.“. |
8.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო დახმარება თანადაფინანსების გზით; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების გაწევა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე, კერძოდ: · მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%- ით,არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით ან 100 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა მოთხოვნილი თანხის 100%-ის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერჯერადად, მკურნალობით ან/და გამოკვლევის დაფინანსების მიზნით (გარდა ფიზიოთერაპიის და მასაჟისა), დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა. · მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტების შეძენისა ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. · მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/ და რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა. · გონებრივი განვითარების შეფერხების ან გონებრივი განვითარების დაყოვნების (ამ პუნქტში იგულისხმება: ICD – 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები F84; F78; R62) მქონე, 0-13 წლამდე პირს რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა. · ონკოლოგიური დაავადების მქონე პირს, დაავადების საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. · გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ პირს, ოპერაციის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარების შემდეგ აუნაზღაურდება მხოლოდ 200 ლარი და მეტი ოდენობის დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარავი თანხის 50%, არაუმეტეს 2000 ლარისა. |
9.
მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა ყოფითი სახის დახმარების გაწევა; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარების გაწევა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე, კერძოდ: · ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობით. · ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით. · 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით. · ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ორი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს დახმარება გაეწევა პირველ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. · 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, გაეწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით. · 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ოჯახს, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი რაოდენობის არასრულწლოვანი შვილი, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით. · ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახებს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო დედმამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს 200 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. · ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ მოქალაქეს დახმარება გაეწევა 100 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. · არასრულწლოვანი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და ასევე ონკოლოგიურად დაავადებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით. · 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობის თანხით. · დედ-მამით ობოლ, არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. · უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 40 ლარის ოდენობით. · დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 40 ლარის ოდენობით, ყიზილ-აჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 70 ლარის ოდენობით. · საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებს (იგულისხმება: პირველ რიგში მეუღლე, ასეთის არარსებობისას სრულწლოვანი შვილი (არასრულწლოვნის შემთხვევაში მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს), შვილის არარსებობისას მშობელი), კალენდარული წლის განმავლობაში, ყოველთვიურად დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით, ხოლო კალენდარული წლის აგვისტოს თვეში (8 აგვისტოსთან დაკავშირებით) 500 ლარის ოდენობით. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, კალენდარული წლის მაისის თვეში, (9 მაისთან დაკავშირებით) ერთჯერადი საჩუქრის სახით დახმარება გაეწევათ 250 ლარის ოდენობის თანხით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. · მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში ან კანონიერ წარმომადგენელთან (მეურვე, მზრუნველი) რეინტეგრირებულ არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 50 ლარის ოდენობით. · მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ერთჯერადი დახმარების მიზნით, რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, პირადი სარგებლობისათვის გადაეცემა ეტლი ან/და სხვა ტექნიკური საშუალება, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობის ღირებულების. · 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახებს, სიდანაც ორი ან მეტი შვილი, ასევე, 0-დან 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, საიდანაც ერთი სტუდენტი მაინც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა თითოეულ სტუდენტისათვის 500 ლარის ოდენობის თანხით. · 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალ დაკარგულ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით. · დედით და მამით ობოლ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით. · იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა ოჯახებს, რომელთა შვილიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით. · ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს ან/და პროფესიულ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.“. |
10.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბიუჯეტის დანართი №2 – „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ – ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №2
|
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები