დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016398 |
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 21/03/2019, 010250050.35.119.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს. 2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რომელთა მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.". 3. დადგენილების დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები