„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021244
229
17/05/2019
ვებგვერდი, 21/05/2019
480140000.10.003.021244
„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2019 წლის 17 მაისი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და  საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს  გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შეიქმნას  უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ე) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, კომისიის წევრი;

ზ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის წევრი.

მუხლი 2
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

 

მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.

 

მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართელოს  მთავრობის  2018 წლის 31 დეკემბრის №689 დადგენილება.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი  2.  კომისიის ამოცანა  და უფლებამოსილება

1. კომისიის ამოცანაა:

ა) „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს;

გ) „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით პრობლემური საკითხების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;

დ) „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ზედამხედველობა გაუწიოს და განიხილოს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შესრულებას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს რეკომენდაციები „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შესრულებასთან/ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტის მექანიზმების შესაძლო ამოქმედების/გამოყენების თაობაზე;

ზ) განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების სრულფასოვან იმპლემენტაციაზე, მოახდინოს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად;

თ) განსაზღვროს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან შესრულებასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად  არბიტრაჟისათვის წარდგენის საკითხი; შეიმუშაოს ამ მიმართულებით კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად;

ი) განსაზღვროს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის შეხვედრის ჩატარების მოთხოვნის საკითხები;

კ) განსაზღვროს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებასთან, ცვლილებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და წარმოუდგინოს კონკრეტული წინადადებები  საქართველოს მთავრობას.

2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS - ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხების შესწავლისა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების მიზნით,  მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

მუხლი 3. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები

1. კომისია ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისა და  საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს უწყებათაშორისი კომისია. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მიწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.

6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს  კომისია.

მუხლი 4. კომისიის საქმიანობა

1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი.

2. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.

3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.

4. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით, ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

5. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ კომისიის  წევრებს. ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს კომისიის მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას.

6. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

7. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ  უფლებამოსილი პირი.

8. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

9. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

10. კომისიის სამდივნო ვალდებულია, სხდომის ოქმი გადაუგზავნოს კომისიის წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.