დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017717 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28.11.2007) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების განხორციელება;“; 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და , „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, ღიაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მიღების შესაძლებლობას; თ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, ღიაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მიღების შესაძლებლობას.“; 3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“; ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „მ.გ)“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის, „მ.დ)“ ქვეპუნქტი: „მ.დ) აკადემიური პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის წესს;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; 5. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“; 6. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; 7. 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღით. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი აღმოფხვრას კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადაში. 3. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების, ასევე საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება საარჩევნო დებულებით.“; 8. 32-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 9. 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 10. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 11. 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“; 12. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს კანდიდატთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადაში.“; 13. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის განცხადებაში მიეთითება კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.“; 14. 53-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შედეგების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანცელარიასთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე გამოქვეყნება.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიღებული გადაწყვეტილება განათავსოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.“; 15. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე.“. 16. 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად. კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ვაკანტური თანამდებობები, კონკურსანტების განცხადებების მიღების ვადა (რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები), წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, კონკურსის პირობები, კონკურსის ჩატარების, შედეგების გამოქვეყნებისა და გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ვადები. რექტორის ბრძანება და კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება, საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყნდება კონკურსანტთა განცხადებების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე უნივერსიტეტში. 3. აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი ტარდება აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ამტკიცებს საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობას რექტორის წარდგინებით, ხოლო ჩატარებული კონკურსის შედეგებს – საკონკურსო კომისიის წარდგინებით.“; 17. 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობებითა და მოთხოვნებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით.“; 18. 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმართვის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები – პროფესიული განათლების მასწავლებელთა პერსონალი.“; 19. 66-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი: „მუხლი 661. პროფესიული სტუდენტი 1. უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. 2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს შეფასების შედეგი; გ) მიიღოს სასწავლო კურსების/მოდულების სილაბუსები, სრულყოფილი ინფორმაცია (კონსულტაცია) უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების (მოდულების), შეფასების მეთოდოლოგიის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე; დ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებებით. 3. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია: ა) შეასრულოს უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები; ბ) დაიცვას პროფესიულ სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები. 4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისა); დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით ან/და პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა (სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ან სხვა), რაც გამორიცხავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესში მონაწილეობას და პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. 5. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული საფუძვლით პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით პროფესიულმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს, სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში, როცა დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა, გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით. 6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულება (პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება); გ) შესაბამისი პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიუღწევლობა; დ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა; ე) გარდაცვალება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, უნივერსიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით ან/და პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა. 7. უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. 8. უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკვალიფიკაციო კომისია, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას პროფესიული დიპლომის შესაბამისი დანართით გაცემის თაობაზე.“. 20. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები