შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/27284-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/05/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/27284-18
14/05/2019
ვებგვერდი, 20/05/2019
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/27284-18

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე


განმცხადებელ  მოვალე შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ (ს/ნ 404465495)

წარმომადგენელი სოფიო ხუჭუა

გაკოტრების მმართველი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ (ს/ნ 404465495) გაკოტრების საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 10 მაისს განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი ითხოვს კრედიტორული მოთხოვნების განხილვისა და კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის დღის წესრიგით კრედიტორთა კრების მოწვევას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

     

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 21 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №42 შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1. კრედიტორული მოთხოვნების განხილვა;

1.2. კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                          მაია სვიანაძე