დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016372 |
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში მოცემულ ტერმინთა განმარტება:
1. გზის ინდექსი – კონკრეტული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კოდირებისთვის განსაზღვრული გზის ინდექსი, სადაც: ქართული ანბანის ასო-ბგერა „ა“ აღნიშნავს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. ქართული ანბანის ასო-ბგერა „ს“ აღნიშნავს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას. ქართული ანბანის ასო-ბგერები „შს“ აღნიშნავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. ასობგერების შემდგომ გაუკეთდეს დეფისი და შემდგომ არაბული ციფრებით აღინიშნოს გზის რიგითი ნომერი, რომელიც ინდექსების ნუსხაში მიეთითება ზრდადი თანმიმდევრობით. 2. საავტომობილო გზის დასახელება – განისაზღვრება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. გზის საერთო სიგრძე (კმ) – განისაზღვრება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 დეკემბრის №36 დადგენილება (matsne.gov.ge, 15/12/2011, ს/კ 010260020.35.152.016063). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები