ქალაქ ვანში თამარ მეფის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საჭადრაკო კლუბისთვის ნინო ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ვანში თამარ მეფის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საჭადრაკო კლუბისთვის ნინო ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27 16
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016006
27 16
08/05/2019
ვებგვერდი, 17/05/2019
000000000.00.121.016006
ქალაქ ვანში თამარ მეფის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საჭადრაკო კლუბისთვის ნინო ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №27 16

2019 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ ვანში, თამარ მეფის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საჭადრაკო კლუბისთვის ნინო ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ ვანში, თამარ მეფის ქუჩა 2-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საჭადრაკო კლუბს (საკადასტრო კოდი 31.01.30.144) მიენიჭოს ნინო ხურციძის სახელი და ეწოდოს „ნინო ხურციძის სახელობის ვანის საჭადრაკო კლუბი“.

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა 1).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                    ალექსანდრე ლილუაშვილი