დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-15 პუნქტის, „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის 46/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/კ: 245392203) 20 %-იანი წილი შპს „მინერალის“ (ს/კ: 245428835) კაპიტალში ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/კ: 245392203) ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტს როინ ცაციაშვილს (პირადი ნომერი: 01036002403) მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება. 3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები