„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021240
225
15/05/2019
ვებგვერდი, 16/05/2019
340170000.10.003.021240
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2019 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.02.2015; 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტისა და ქვეკომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი;

ბ) კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტი;

გ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი.

2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტებისა და ქვეკომპონენტისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ფინანსური დახმარება

1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისა და, ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით.

2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 80%-ისა როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე იმპორტის დროს. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური ღირებულების ოდენობა დადგენილია დანართ №2-ის შესაბამისად.

3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი  დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5  ჰა-ზე.

4. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ  შუა და საყრდენი ბოძების ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ისა.

5. შუა და საყრდენი ბოძების ტექნიკურ მახასიათებლებს კულტურების ჭრილში და დასაშვებ მაქსიმალურ რაოდენობას ადგენს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შუა და საყრდენი ბოძების საბაზრო ფასი დადგინდება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ, რომლის საფუძველზეც სააგენტო ამტკიცებს თანადაფინანსების მაქსიმალურ ოდენობებს.

6. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ისა.

7. კულტურების ჩამონათვალს, რომელზეც შესაძლებელია გაიცეს თანადაფინანსება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისთვის, ადგენს ცენტრი და ამტკიცებს სააგენტო, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის საბაზრო ფასი დადგინდება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ, რომლის საფუძველზეც სააგენტო ამტკიცებს თანადაფინანსების მაქსიმალურ ოდენობებს.

8. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ნერგების მესაკუთრეა (საკუთრება პროგრამის მიზნებისათვის არ გულისხმობს იმპორტირებული ნერგების კონსიგნაციით მიღებას), აქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოჰყავს ნერგები, შეუძლია მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და, სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შესაძენად ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოსაწყობად ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში დადგენილი ოდენობებითა და პირობებით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს წვეთოვან სარწყავ სისტემას, მას შეუძლია მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგების შესაძენად და, სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შესაძენად ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოსაწყობად ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებში დადგენილი ოდენობითა და პირობებით.

10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ შესაძენი საწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა. საწამლი აპარატების დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

11. ბაღების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების ღირებულება. ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ ლაბორატორიული ანალიზის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ლაბორატორიული ანალიზის ღირებულების ანაზღაურების დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. შეზღუდვები

1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღ(ებ)ის გაშენება.

2. თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი საწამლი აპარატების  ღირებულების გათვალისწინება.

3. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე განისაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.

4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი საწამლი აპარატების  ღირებულების გათვალისწინება.

5. ბაღების კომპონენტის ფარგლებში პირველ რიგში დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – შესასყიდი ნერგების ღირებულების 80%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს  ცენტრი.

2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც ცენტრი წერილობით ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ, ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების, ცენტრის მიერ სანერგე მეურნეობების შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@apma.ge.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ფსტის (ფისტა), ზეთისხილისა და საღვინე ვაზის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერირიგაცია) ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კულტურების გარდა, შესაძლებელია პროექტით გათვალისწინებული სხვა კულტურის დაფინანსება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე, თუ  ცენტრიდან წარმოდგენილ იქნება აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასტური.“.

7. მე-11 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული,  თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ი.ა) ნერგების რაოდენობა;

ი.ბ) თითოეული ნერგის ფასი;

ი.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;

ი.დ) ნერგის მახასიათებლები;

ი.ე) მიწოდების პირობები;

ი.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;

კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) შესასყიდი შუა და საყრდენი ბოძების ინვოისი ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს შუა და საყრდენი ბოძები);

2) შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულება);“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს/ჩარიცხოს:  

ა) ნერგების ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30%-ისა (ოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში  – არანაკლებ 20%-ისა (ოცი პროცენტისა);

ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50%-ისა (ორმოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში  – არანაკლებ 40%-ისა (ორმოცი პროცენტისა).“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვისა და დაფინანსების გაცემის რიგითობა განისაზღვრება პოტენციური ბენეფიციარების მიერ მე-11 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის თარიღით, ხოლო განსახილველ დოკუმენტაციაში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოფხვრის თარიღით.“.

9. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული დოკუმენტი წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის/გადარიცხვის დამადასტურებლად.“.

10. 141 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის (შემდგომში − კენკროვანების ქვეკომპონენტი) ფარგლებში კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს დანართ №6-ის შესაბამისად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 142 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენკროვანების ქვეკომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლიანი კენკროვანი კულტურის ბაღის გასაშენებლად ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობისა და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების (დანართ №8-ის შესაბამისად) შეძენის მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენკროვანების ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე, ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 100%, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში − არაუმეტეს 3000 ლარისა, ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით.“.

12. 145 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, კენკროვანების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული ორი პირობიდან ერთ-ერთს:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 5 ჰა-ის ჩათვლით, ამასთან, შესაძლებელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარდა არსებობდეს სხვა საპაიო შენატანი;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 5 ჰა-ის ჩათვლით, ამასთან, შესაძლებელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ყველა მეპაიეს საკუთრებაში არ ჰქონდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლიან კენკროვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 146 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (რომელზეც იგეგმება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენება) მიმდებარედ უნდა არსებობდეს ელექტროენერგიის წყარო, ასევე უნდა ხდებოდეს მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფა წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: არხი, მდინარე, ტბა, ჭა ან ჭაბურღილი.“.

14. 147 მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენკროვანების ქვეკომპონენტის ფარგლებში ადგილობრივ ბაზარზე საჭირო ნერგების შესყიდვა განხორციელდება პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად.

2. კენკროვანების ქვეკომპონენტის ფარგლებში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღის გასაშენებლად საჭირო მასალების შეძენა უნდა განხორციელდეს იმ კომპანიებისგან, რომლებიც ინტერესთა საჯარო გამოხატვას განახორციელებენ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@apma.ge.

3. სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის გზით განახორციელებს პროგრამის 142 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მაცივარ-კონტეინერების შესყიდვას, რომლის ტექნიკურ მახასიათებლებს, ტექნიკურ და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეიმუშავებს სააგენტო ცენტრთან ერთად და ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 148 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ე) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრანკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ვ) კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შესყიდვის ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;“.

16. 1410 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1410. მონიტორინგი

ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, არსებული დეტალური პროცედურის შესაბამისად. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიზნობრიობის შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარს მოსთხოვოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დასტურდება მიზნობრიობის შესრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბენეფიციარსა და აუდიტორულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების (სხვა შესაბამისი დოკუმენტი) საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.“.

17. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, რომელსაც გამოყავს უვირუსო ნერგი.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს თანადაფინანების მოცულობა შეადგენს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების იმ ნაწილის არაუმეტეს 70%-ს, რომელიც მოიცავს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ მიზნობრიობებს.

5. სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტით დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ისეთ სანერგე მეურნეობებს, რომლებშიც იწარმოება დანართ №1-ით გათვალისწინებული კულტურები.“.

18. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სპეცტექნიკის შეძენა (თანადაფინანსებით დასაშვები სპეცტექნიკის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო ცენტრთან ერთად).“.

19. მე-20 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც ცენტრი წერილობით ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.“.

20. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

21. 26-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფიზიკური პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ან/და კენკროვანების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის საჭირო სხვა მასალების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ან/და  კენკროვანების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის სხვა საჭირო მასალების შეძენას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი იურიდიული პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების,  უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების,  უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას.

3. თუ პოტენციური ბენეფიციარი არის იურიდიული პირი და მის პარტნიორს აქვს წილი ნერგების, წვეთოვანი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების,  უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას, ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას.

22. დანართები: №1, №2 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

23. დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

24. დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი №1
მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით

 

მრავალწლოვანი კულტურები

რეგიონი

კურკოვანი

კენკროვანები

სუბტროპიკული

კაკლოვანი

თესლოვანი

ვენახი

კახეთი

ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ზეთის ხილი, ალუბალი, გარგარი.

ჟოლო, მაყვალი.

ხურმა, ბროწეული, კივი,

ლეღვი

კაკალი, ნუში (ორივე გვიანმოყვავი ლე), თხილი, ფსტა (ფისტა).

ვაშლი, მსხალი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა საფერავისა და რქაწითელის ჯიშებისა)

შიდა ქართლი

ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, შინდი, ალუბალი.

მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი.

-

კაკალი, თხილი, ნუში.

ვაშლი, მსხალი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა)

ქვემო ქართლი

ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, ალუბალი,  ზეთის ხილი.

მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი.

ხურმა, ბროწეული,

ლეღვი.

კაკალი, ნუში(ორივე გვიანმოყვავილე), თხილი, ფსტა (ფისტა).

მსხალი, ვაშლი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა)

მცხეთა მთიანეთი

ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი.

-

კაკალი, ნუში, თხილი.

ვაშლი, მსხალი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა) 

სამცხე-ჯავახეთი

ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, მაყვალი.

-

კაკალი

ვაშლი, მსხალი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა) 

იმერეთი

ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ლურჯი მოცვი, მაყვალი.

ხურმა, ლეღვი.

კაკალი, თხილი.

ვაშლი, მსხალი.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა) 

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

მაყვალი, ჟოლო.

ხურმა, ლეღვი.

კაკალი, თხილი.

ვაშლი, მსხალი, კომში.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა) 

სამეგრელო -ზემო სვანეთი

ქლიავი, ტყემალი, ალუბალი, ბალი.

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

ხურმა, კივი, ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი, ლეღვი, ლიმონი.

თხილი, კაკალი.

მსხალი, ვაშლი.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა)

გურია

ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

ხურმა, კივი, ფეიხოა, მანდარინი, ლეღვი, ფორთოხალი, ლიმონი.

თხილი, კაკალი.

ვაშლი, მსხალი.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა) 

აჭარა

ქლიავი, ტყემალი, ბალი, ალუბალი.

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

ხურმა, კივი, ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი, ლეღვი, ლიმონი.

თხილი, კაკალი.

ვაშლი, მსხალი.

სუფრის ყურძენი, საღვინე ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა)

*შენიშვნა: ზეთის ხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

 

 

დანართი №2

 

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით

კულტურის დასახელება

თანადაფინანსე -ბის მაქსიმალური ოდენობა ადგილზე შეძენილ   ერთ ნერგზე (ლარში )

თანადაფინანსე -ბის მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (აშშ /ევროკავშირი ) ერთ ნერგზე (ლარში )

თანადაფინანსე ბის მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (სხვა დანარჩენი მსოფლიო ) ერთ ნერგზე (ლარში )

თანადაფინანსე ბის მაქსიმალური ოდენობა ადგილზე შეძენილ   ერთ ნერგზე (ლარში )

თანადაფინანსე ბის მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (აშშ /ევროკავშირი ) ერთ ნერგზე (ლარში )

თანადაფინანსე ბის მაქსიმალური ოდენობა იმპორტირებულ (სხვა დანარჩენი მსოფლიო ) ერთ ნერგზე (ლარში )

 

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს

სასოფლო -სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს , გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებს

კურკოვანი კულტურები

 

 

 

 

 

 

ატამი

3.50

4.69

4.06

4.00

5.36

4.64

ქლიავი

3.50

4.62

3.99

4.00

5.28

4.56

ბალი

3.50

4.76

4.34

4.00

5.44

4.96

ალუბალი

3.50

3.29

3.01

4.00

3.76

3.44

გარგარი

3.50

5.11

4.69

4.00

5.84

5.36

ტყემალი

3.50

4.41

3.71

4.00

5.04

4.24

შინდი

3.50

4.69

4.06

4.00

5.36

4.64

ზეთის ხილი

4.90

7.91

6.65

5.60

9.04

7.60

კენკროვანი კულტურები

 

 

 

 

 

მოცხარი

2.10

2.45

1.89

2.40

2.80

2.16

ხურტკმელი

1.40

2.45

1.89

1.60

2.80

2.16

ჟოლო

1.40

2.24

1.75

1.60

2.56

2.00

მაყვალი

1.40

2.52

2.17

1.60

2.88

2.48

ლურჯი მოცვი

4.90

6.16

5.46

 

5.60

 

7.04

 

6.24

სუბტროპიკული კულტურები

 

 

 

 

 

ხურმა

2.80

5.11

4.55

3.20

5.84

5.20

კივი

1.40

4.69

4.41

1.60

5.36

5.04

ფეიხოა

1.40

3.99

3.64

1.60

4.56

4.16

ბროწეული

1.40

3.15

2.94

1.60

3.60

3.36

ლიმონი

2.10

3.99

3.64

2.40

4.56

4.16

ფორთოხალი

2.10

3.99

3.64

2.40

         4.56

4.16

მანდარინი

2.10

3.99

3.64

2.40

  4.56

4.16

ლეღვი

2.80

11.13

8.47

3.20

12.72

9.68

თესლოვანი კულტურები

 

 

 

 

 

მსხალი

3.50

4.34

3.22

4.00

4.96

3.68

კომში

3.50

5.18

4.34

4.00

5.92

4.96

ვაშლი

3.50

6.86

5.18

4.00

7.84

5.92

კაკლოვანი კულტურები

 

 

 

 

 

თხილი

1.75

1.68

1.89

2.00

1.92

2.16

კაკალი

10.5

12.25

11.13

12.00

14.00

12.72

ნუში

4.20

6.23

4.97

4.80

7.12

5.68

ფსტა (ფისტა )

10.50

18.62

13.44

 

12.00

 

21.28

 

15.36

ვენახი

 

 

 

 

 

სუფრის ყურძენი

1.40

1.96

1.75

 

1.60

 

2.24

 

2.00

საღვინე ვაზი (თეთრყურძ -ნიანი )

1.75

6.44

5.32

 2.00

 7.36

 6.08

საღვინე ვაზი (წითელყუ -რძნინი )

2.45

7.91

7.07

 

2.80

 

9.04

 

8.08

 

 

დანართი №4

 

ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)

მრავალწლოვანი კულტურები

ნერგების მინიმალური რაოდენობა - 1 ჰა

ნარგაობის ტიპი

სარეკომენდაციო კვების არე, მეტრი

კურკოვნები

 

 

 

ატამი

500

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ქლიავი

660

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ბალი

660

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ტყემალი

500

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

გარგარი

400

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3

ზეთის ხილი

500

ნახევრად ინტენსიური

6 X 3, 5 X 3,

ალუბალი

350

ნახევრად ინტენსიური

6 X 4, 7 X 4, 5 X 4

შინდი

350

ნახევრად ინტენსიური

6 X 4, 7 X 4, 5 X 4

თესლოვნები

 

 

 

ვაშლი MM106

660

ნახევრად ინტენსიური

5 X 3, 5 X 2.5

ვაშლი M9

1 660

ინტენსიური

4,0-3,6 X 1, 5 - 1,0

მსხალი

600

ნახევრად ინტენსიური

5 X 3, 5 X 3,3 საშუალო საძირე,

4 X 2, 4 X 1,5, 4 X 1,25 - სუსტი საძირე (ნაგალა)

კომში

500

 

 

სუბტროპიკული

 

 

 

ხურმა

400

ნახევრად ინტენსიური

6 X 4, 5 X 4,

ბროწეული

500

ნახევრად ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

კივი

400

ინტენსიური

4 X 4,

ფეიხოა

500

ინტენსიური

5 X 4, 5 X 3,

ლიმონი

800

ინტენსიური

4 X 2, 4 X 2,5, 4 X 3

ფორთოხალი

500

ინტენსიური

6 X 4, 5 X 4, 5 X 3

მანდარინი

500

ინტენსიური

 

ლეღვი

333

 

6 X 5

კაკლოვანი

 

 

 

კაკალი

155

ინტენსიური

8 X 5, 8 X 6, 7 X 5

თხილი

500

ინტენსიური

5 X 4, 5 X 3, 5 X 2

ნუში

300

ინტენსიური

6 X 4, 5 X 4,

ფსტა (ფისტა)

270

 

 

კენკროვანი

 

 

 

ლურჯი მოცვი

3 000

ინტენსიური

3,0-2,0 X 1,0 - 1,2

მოცხარი

2100

ინტენსიური

3,0-2,0 X 1,0 - 1,2

მაყვალი (უეკლო ან

მსხვილნაყოფა)

2500

ინტენსიური

3,0 X 1,30, 2,5 X 1,30

ხურტკმელი

2100

ინტენსიური

3,0-2,0 X 1,0 - 1,2

ჟოლო

4700

ინტენსიური

3,0-2,0 X 0,5 - 0,7

ვენახი

 

 

 

სუფრის ყურძენი

2 400

 

 

საღვინე ვაზი

3205

 

2,5 X 1,25

 

 

დანართი №6

 

კენკროვნების ქვეკომპონენტის კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით

რეგიონი

კენკროვანი კულტურები

კახეთი

ჟოლო, მაყვალი.

შიდა ქართლი

ჟოლო, მაყვალი.

ქვემო ქართლი

ჟოლო, მაყვალი.

მცხეთა მთიანეთი

ჟოლო, მაყვალი.

სამცხე-ჯავახეთი

ჟოლო, მაყვალი.

იმერეთი

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო,

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

სამეგრელო -ზემო სვანეთი

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

გურია

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.

აჭარა

ლურჯი მოცვი, მაყვალი, ჟოლო.