„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.017715
91/ნ
24/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
360160000.22.022.017715
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 08 აპრილის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 4495-რს) საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).“.

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)   ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან  სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, იმ სკოლებზე, რომლებიც ახორციელებენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) და ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.“.

3. 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, იმ სკოლის მიერ, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (შემდგომში – ელექტრონული რეგისტრაცია).“.

4. მე-13 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. I-IV კლასებში და V კლასის I სემესტრში ექსტერნი არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში/სემესტრში თითოეულ საგანში ექსტერნი ფასდება წერილობითი შეფასებით, რომელშიც აღინიშნება ექსტერნის მიერ ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლეულად ჩათვლის შესახებ ინფორმაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნის წერილობით შეფასებაში უნდა აღინიშნოს, რომ ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში დაძლია ექსტერნატის გამოცდა.

2. V კლასის II სემესტრსა და VI-XII კლასებში ექსტერნი ფასდება ათქულიანი სისტემით. ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 5 ქულისა, დამრგვალების შემდეგ.

3. V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.  ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება – ჩაეთვალა.“.

5. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსტერნზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი