დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016868 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 32-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სამინისტროს მოსამსახურისთვის აკადემიაში მსმენელის სტატუსის შეჩერების გამო;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 80. საგანმანათლებლო პროგრამის/კურსის გაცდენა საპატიო მიზეზით 1. შესაბამისი პროგრამის/კურსის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მოქმედებს აკადემიაში დადგენილი წესი. 2. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც აკადემიაში საპატიო მიზეზის გამო ვერ გაივლის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ხელახლა წარადგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ, აკადემიასთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მის აკადემიაში წარდგენას შესაბამისი პროგრამის/კურსის გასავლელად. 3. სამინისტროს მოსამსახურის ავადმყოფობისას, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელმა იგი შეიძლება ხელახლა წარადგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვით ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვით გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი), სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები