შპს ,,წყალკანალი XXI-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაიწყებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

შპს ,,წყალკანალი XXI-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაიწყებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2253-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/04/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2253-15
23/04/2019
ვებგვერდი, 16/05/2019
შპს ,,წყალკანალი XXI-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაიწყებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/2253-15

კრედიტორთა კრების ოქმი

(ამონაწერი)

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 სხდომის მდივანი: მარი კირვალიძე


შპს ,,წყალკანალი XXI“-ის კრედიტორთა კრება.

 საოქმო განჩინების გამოტანა, მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ვინაიდან კრედიტორებს არ წარმოუდგენიათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და კრებაზე გამოცხადებული კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიურო“, შპს „წყალკანალი XXI“-ის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ. „აღსრულების ეროვნული ბიურო“.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, 27-ე, 36- ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

  ადგილზე თათბირით დაადგინა:

1. შ.პ.ს.„წყალკანალი XXI“-ის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2.  შპს „წყალკანალი XXI“-ის გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“.

3. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.