შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 893
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/05/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
893
10/05/2019
ვებგვერდი, 16/05/2019
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 893

 

2019 წლის 10 მაისი

 

ქ. თბილისი

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტი“  ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტისათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

   „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუქნტის, ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის 59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის 91/04 ბრძანების საფუძველზე:   

1. მიეცეს თანხმობა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე , რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტში" (საიდენტიფიკაციო კოდი: N401949335) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს მამუკა ვარდიაშვილი (პირადი ნომერი: 01024005027 ).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ. 6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი                                           ირმა ბოკუჩავა