„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016710
19
17/05/2019
ვებგვერდი, 20/05/2019
120170050.22.026.016710
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2019 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უფლება ეძლევა ნორმატივები გადააბაროს არაუმეტეს ორჯერ. ნორმატივების ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გადააბაროს ნორმატივები. თუ ნორმატივების პირველი გადაბარებისას სამხედრო მოსამსახურე უარყოფით შეფასებას მიიღებს, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მას წერილობით აფრთხილებს ნორმატივების მეორედ გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, ასევე განუსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს (სერჟანტთა ან ოფიცერთა შემადგენლობიდან) ნორმატივების ჩაბარებასა და ფიზიკურ მომზადებაში კონსულტირებისა და სათანადო რჩევა-დარიგების მიღების მიზნით. უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ნორმატივების პირველი გადაბარებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში მეორედ გადააბაროს ნორმატივი. ნორმატივების მეორედ გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება.“.

2მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ - „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს შესაბამისი გარემოებების დასრულებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს:

ა)  31 და 3პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„31. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით, ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს მივლინების დასრულებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ერთ თვეზე ნაკლები ვადით, იგი ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს მივლინების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.

32. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფება შვებულებაში, ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს/გადააბაროს შვებულების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო მოსამსახურე საკუთარი სურვილისამებრ თავისუფლდება ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებისგან, თუ მას ზღვრული ასაკის მიღწევამდე დარჩენილი აქვს ერთი წელი ან ნაკლები.

6. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო სამსახურში 20 (ოცი) კალენდარული წლის ნამსახურებამდე დარჩენილი აქვს ერთი წელი ან ნაკლები, თავისუფლდება ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებისგან, თუ იგი პირადი პატაკით სურვილს გამოთქვამს 20 (ოცი) კალენდარული წლის შესრულებისთანავე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი