,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016295
16
14/05/2019
ვებგვერდი, 15/05/2019
210020010.35.115.016295
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 14 მაისი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის   31 -მარტის  №11   დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 210020010.35.115.016162  06/04/2015  წ.) და   დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების ადგილობრივი  მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს 0.5 ლარი ერთ ერთეულზე,  მაგრამ არაუმეტეს  3 (სამი)  ლარისა სულზე, ამასთან სულადობის მაქსიმალური  ზღვრული ოდენობა შეადგენს 4(ოთხ) სულს;

2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დასუფთავების გადასახადი     განისაზღვროს  0,25 ლარით;

3. იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის და დაწესებულებებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი.

ა) ა(ა)იპ-ების, შპს-ების, ინდმეწარმეების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის და სხვა დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე ყოველთვიურად;

ბ) საოჯახო სასტუმროსა და გარე მოვაჭრეებისათვის სეზონურად 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე“.

მუხლი  2. შევიდეს ცვლილება  ლენტეხის მუნიციპალიტეტში  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში (დანართი №1) და დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებლებზე ხელშეკრულება გააფორმოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებამ“.

მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გადასახადის გადამხდელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად“.

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხზე კონტროლი დაევალოს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი