დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-179/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 06/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-179/ო
2019 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. მიეცეს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. № 84) “სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. თალაკვაძის განცხადება: №47828, 04.04.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №399-56, 03.05.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები