საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4616-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019487
4616-IIს
29/05/2019
ვებგვერდი, 30/05/2019
200000000.05.001.019487
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში მცირდება 60 პროცენტით.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ჟ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 2000-ზე ნამრავლს.“.

2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;“.

3. 309-ე მუხლის მე-100 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„100. 2019 წლის 1 ოქტომბრამდე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2019 წლის 1 ივნისამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ:

ა) ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2019 წლის 1 ივნისამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი;

ბ) ავტომობილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2019 წლის 1 ივნისამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4616-IIს