შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/6876-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6876-11
01/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
შპს ,,თბილაერო” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 6876-11

330230911017444  

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)

 

2019 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე

 

განმცხადებელი – შპს ,,თბილაერო”

მეურვე  – აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი  – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

2019 წლის 1 მაისს გამართულ კრედიტრთა კრებაზე სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე N2/6876-11 – შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.

2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 1 მაისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც, სათანადო წესით, ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 1 მაისს გამართულ სხდომაზე შეუძლებელია კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილად შემოწმება და განხილვა, რის საფუძველზეც, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კრედიტორთა კრების გადადებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 27 მაისს, 17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით: 

• კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                        თამარ  ბურჯანაძე