დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.140.016391 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/06/2015; ს/კოდი: 200230000.35.140.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: |
1.
დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე);.“. |
2.
დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ხოლო საქმიანობისათვის – სპორტის სფეროში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები