„სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №184/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №184/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017713
89/ნ
24/05/2019
ვებგვერდი, 27/05/2019
430030000.22.022.017713
„სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №184/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №89/ნ

2019 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №184/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“ 2019 წლის 11 აპრილის (დოკუმენტის ნომერი: 4495-რს) საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის N184/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 111109014, 11/11/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016221) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლების ბრენდირების ჩატარების წესის:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბრენდირება – სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა, რომლის შედეგად სკოლას შეიძლება მიენიჭოს მაქსიმუმ ათი ვარსკვლავი. ბრენდირება ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას;“

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი.

3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი