დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016312 |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 23-ე მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება |
სარჩევი
1. ზოგადი მონაცემები 2. გრგ-ის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები და მიზნები 3. ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები 4. გრგ-ის შემადგენლობა 5. საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა 6. ჩასაბარებელ გეო-ინფორმაციულ მასალებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები 7. ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემადგენლობა. |
1.
ზოგადი მონაცემები
|
2.
გრგ-ის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები და მიზნები
2.1 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები:
2.2 ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნები:
|
3.
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები
3.1 ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
3.2 შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან
3.3 მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით-გეგმარებითი წყობის შეცვლა
3.4 მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება
3.5 ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარემოს დაცვის პირობები
3.6 ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
3.7 ტურისტული ინფრასტრუქტურა
|
4.
გრგ-ს შემადგენლობა
4.1 განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. 4.2 განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე შემუშავებული და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმარებითი დავალებით განსაზღვრული ტერიტორიისათვის. 4.3 განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს: ა) ზონირების ნაწილს; ბ) საინჟინრო ნაწილს; გ) ტექსტურ ნაწილს; დ) თემატურ ნაწილს. 4.4 ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს; დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით); ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს; თ) მიწის ნაკვეთების დეტალური რეგლამენტების დოკუმენტს
ი) გრგ-ის ვიზუალიზაციას:
კ) საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემებს. 4.5 საინჟინრო ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს: ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; გ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; დ) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას. (სავალდებულოდ წარმოსადგენი); ე) საპროექტო ტერიტორიაზე გაზმომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; (საჭიროების შემთხვევაში). 4.6 ტექსტური ნაწილი მოიცავს: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას. 4.7 თემატური ნაწილი, გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს შემდეგ თემატურ საკითხებს:
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზია რეკომენდირებულია ჩატარდეს ყოველ 5 წელიწადში. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გრაფიკული ნაწილი – გეგმები, რუკები და სქემები შესრულებული უნდა იყოს გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და AutoCAD-ის გამოყენებით და შეესაბამებოდეს თანამედროვე კარტოგრაფიულ სტანდარტებს. დოკუმენტაციის ტექსტური და გრაფიკული მასალების დაბეჭდილი და ციფრული ვერსიები, გის მონაცემთა ბაზები სრულად უნდა იქნეს წარმოდგენილი. |
5.
საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა
საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A-4/A-3 ფორმატის, აკინძული ალბომის სახით: (3 ეგზემპლარი):
|
6.
ჩასაბარებელ გეო-ინფორმაციულ მასალებთან დაკავშირებული ტექნიკური
მოთხოვნები
ArcGIS 10 ვერსიის პერსონალური გეო-ინფორმაციული ბაზის ფენები: 1. ადმინისტრაციული საზღვარი (ხაზოვანი, პოლიგონალური). 2. მდინარე (ხაზოვანი, პოლიგონალური). 3. საპროექტო გზა/ქუჩა. 4. საპროექტო გზა/ქუჩის გასხვისების ზონა. 5. საპროექტო ტროტუარი/საფეხმავლო ზონა. 6. საპროექტო ველო-ბილიკი. 7. ფუნქციური ზონირება. 8. განაშენიანების რეგულირების ხაზი. 9. საინჟინრო ინფრასტრუქტურის გასხვისების ზონა. |
7.
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემადგენლობა
7.1 ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება. 7.2 ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება უნდა განხორციელდეს წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე შემუშავებული და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმარებითი დავალებით განსაზღვრული ტერიტორიისათვის. 7.3 ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების სარეკომენდაციო ჩამონათვალი შემდეგია:
* წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში. * გეგმარებითი დავალება შედგენილია წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე (დანართი №1) * საჭიროების შემთხვევაში გრგ-ის დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იქნეს გარემოზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები