დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 07/05/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.126.016300 |
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის მიხედვით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2019 წლის 7 მაისიდან. |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16271.2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9148,1 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6221.2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 751,9 ათასი ლარის ოდენობით:
|
თავი III
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 20088.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9924,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3817.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3817.7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისათვის, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის იმ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, რომელიც ყველაზე აქტუალურია მოსახლეობისათვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2019-2022 წლებში მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) გზებისა და ხიდების, მიმდებარე ტერიტორიების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტში არსებული ასფალტოვანი დაზიანებული გზების, ხიდების შეკეთება და ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ საგარანტიო თანხების დაფინანსება. ასევე განხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების თანადაფინანსება. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტს გამოეყო გზების რეაბილიტაციისათვის დაფინანსება 2668,2 ათასი ლარი. მათ შორის: სოფ. ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაფინანსდება 210,1 ათასი ლარით. გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 639,0 ათასი ლარით, სოფელ ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაფინანსდება 509.0 ათასი ლარით. თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაფინანსდება 460,2 ათასი ლარით. სოფ. ნახშირღელეში ნიკოლაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაფინანსდება 400.0 ათასი ლარით და სოფ. ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაფინანსდება 450.0 ათასი ლარით. ასევე განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, საგარანტიო თანხების დაფინანსება და განხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსება და საზედამხედველო საქმიანობის დაფინანსება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო სანიტარიული და ეკოლოგიური მდგომარეობის და კომუნალური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა. მათ შორის: სახურავების რეაბილიტაცია, გარე განათების და წყალ-კანალიზაციის მოწესრიგება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. ბ.ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის ფუნქციონალურად გამართული დასვენებისა და გართობის ადგილების შექმნა. სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა; მუნიციპალიტეტის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ობიექტების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და შენობების სახურავების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ადმინისტრაციული სხვადასხვა დანიშნულების შენობების სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული შემდგომი დაზიანებები და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება 717,8 ათასი ლარი. მათ შორის: სოფ. ძევრის ცენტრის კეთილმოწყობა დაფინანსდება 491,4 ათასი ლარით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა დაფინანსდება 226,4 ათასი ლარით. მთავრობის №986 განკარგულებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 40.0 ათასი ლარი სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. ასევე განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, საგარანტიო თანხების დაფინანსება და განხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსება და საზედამხედველო საქმიანობის დაფინანსება. ბ.ბ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის მიზანი: ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი წყლის სათავე ნაგებობებისა და ქსელის მოწყობა, არსებული დაზიანებული სასმელი წყლის მილების შეცვლა, მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული სისტემის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება 794.0 ათასი ლარი. სოფელ ბარდუბანში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად. ასევე განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, საგარანტიო თანხების დაფინანსება და განხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსება და საზედამხედველო საქმიანობის დაფინანსება. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია. გ) დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი. ამ ქვეპროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ,,მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის ქუჩების, მოედნების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ცენტრალური საავტომობილო გზის, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თვითდინებითი წყალსადენების წყლის სათავე ნაგებობებისა და წყლის სისტემების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე და დეკორატიული განათების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ქალაქგამწვანებისა და ქალაქგაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა. შენობა ნაგებობების, მიმდებარე ტერიტორიების, კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების გაზონების მოწყობა, მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოების წარმოება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) სოფლების ცხოვრების დონის ამაღლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი დაფინანსებიდან განხორციელდება მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტების დაფინანსება. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება სუბსიდირების მუხლით, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების ორგანიზება და მართვა. ა.ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა (პროგრამული კოდი 04 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა; მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი განათლება. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღების ეფექტიანი ფუნქციონირება. ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი". ა.ბ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (პროგრამული კოდი 04 01 02) ქვეპროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისათვის მზაობა; ა(ა)იპ ,,თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი ,,მოიცავს ცენტრის 26 საბავშვო ბაგა-ბაღს სადაც ფუნქციონირებს 54 საამღზრდელო ჯგუფი. საბავშვო ბაგა-ბაღში დაწყებით განათლებას იღებს 1183 აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვებას, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს სუბსიდიის მუხლით. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების შენობების რეაბილიტაცია. ა.გ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების შენობების რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ გოგნში აშენდება საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულება. ბ) სკოლისგარეშე განათლება (პროგრამულიკოდი 04 02) პროგრამის მიზანი: მომავალი თაობის ინტელექტუალური, ესთეტიკურ-ზნეობრივი აღზრდა; მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც ფინანსდება სუბსიდიის მუხლით. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას და აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონალურ და რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსებში. გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის მიზანი: სპორტის პროპაგანდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - პოპულარიზაცია; ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ადგილობრივი სპორტული კლუბები და ღონისძიებები, წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება, წარმატებული სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. ა.გ) სპორტული სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამის მიზანი: სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება და თაობათა შორის მემკვიდრეობის უწყვეტობა, მოზარდი თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მასობრივი სპორტის განვითარების პროპაგანდა; ქვეპროგრამის ფარგლებში ფინასდება ა(ა)იპ ,,თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი", რომელიც აქტიურად ახორციელებს სპორტის სახეობათა მიხედვით სპორტული გუნდების, ჯგუფების და სექციების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და შეჯიბრებებში, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად ატარებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს (კალათბურთი, ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, ჭიდაობა, მხიარული სტარტები და სხვა) ცენტრი ეფექტურად იყენებს სპორტულ ნაგებობას, უვლის და პატრონობს როგორც მას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს და გამწვანებულ ზოლს. ცენტრი უზრუნველყოფს თერჯოლის მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ სპორტცმენებად. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ჭიდაობის 10 ჯგუფი, ჭადრაკის - 2, კალათბურთის - 1, კარატეს -1, სანდას -1, ტანვარჯიშის -1 და რაგბის 2 ჯგუფი. სკოლაში მთლიანად წვრთნებს გადის 350 მოზარდი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, სამხატვრო და სამუსიკო ხელოვნებისადმი მოზარდთა დაინტერესება; მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: სამხატვრო და სამუსიკო ხელოვნებისადმი მოზარდთა დაინტერესება; ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,ვაჟა კუბლაშვილის სახელობის თერჯოლის სამუსიკო საგანმანათლებლო სკოლა", სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 200 ბავშვი, სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 5 ლარს თვეში. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,თერჯოლის სამხატვრო საგანმანათლებლო სკოლა", სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 50 ბავშვი. ბ.ბ) ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 03 ) ქვეპროგრამის მიზანი: წიგნიერი თაობის აღზრდა; ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ხარჯები სუბსიდირების მუხლით. საჯარო ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლოგრაფიულ მომსახურეობას, ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნების შესწავლასა და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილებას. საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 91305 წიგნს, ღირებულებით 215366 ლარი. ბ.გ)კულტურის სახლები ( პროგრამული კოდი 05 02 04 ) ქვეპროგრამის მიზანი: სანახაობრივი მაღალი ხარისხის კულტურული ღონისძიების ჩატარება. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის სახლი, რომელიც უზრუნველყოფს ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლებს, სამოყვარულო თეატრის კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას, ხელშეწყობასა და განვითარებას. ბ.დ) მუზეუმები ( პროგრამული კოდი 05 02 05 ) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ამ ქვეპროგრამაში გაერთიანებულია დავით და სერგო კლდიაშვილების, შალვა და პეტრე ამირანაშვილების და ჩხარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. მუზეუმები ანხორციელებენ სამეცნიერო კვლევით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, შეგროვებას შესწავლას, ექსპონირებას და პოპულარიზაციას, მუზეუმების ფონდების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დაცვას. ბ.ე) სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის მიზანი: კულტურის ობიექტების ფუნქციონირების ხელშეწყობა; ტურიზმის პოპულარიზაცია; ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრი" ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ფილიალების საქმიანობას. მათი მიზნებისა და ამოცანების, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვა-განხორციელებას. ამ ქვეპროგრამით განხორციელდება სახელოვნებო სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ შესაბამისი პირობების შექმნა. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სამუსიკო და სამხატვრო განათლებას. აგრეთვე მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიის მუხლით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ტურიზმის განვითარება. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროგება, დაცვა, პოპულარიზაცია ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურება. შემოქმედებითი კლუბების, სამოყვარულო თეატრების, ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა და განვითარება. სამუზეუმო საქმიანობა და მუზეუმების ფონდების ბაზაზე სამეცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება. გ) საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03 ) პროგრამის მიზანი: მოქალაქეთა ინფორმირებულობა; ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ გაზეთ ,,თერჯოლაში" მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნება, გაზეთის შესყიდვა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გავრცელება. დ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის მიზანი: ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებაახალგაზრდული ინიციატივები, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოება. ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის საახალწლო კონცერტებზე ტრანსპორტირებისა და საჩუქრების ხარჯები. ე) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის მიზანი: მოსახლეობის სულიერების ამაღლება; პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიის დაფინანსება. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და სწრაფი რეაგირება; ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის მიზანი: იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით ცალკეული კომპონენტების მიხედვით იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლების მიღწევა/შენარჩუნება; ქვეპროგრამას ახორციელებს ა(ა)იპ ,,თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრი". ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას სუბსიდირების მუხლით, კერძოდ:
ა.ბ) ამბულატორიები (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის მიზანი: ამბულატორიების რეაბილიტაცია; ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ამბულატორიების შენობების მიმდინარე რემონტი და აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: მოსახლეობის სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარება; ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარების გაწევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე, კერძოდ: 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 2. უსინათლოთა ფინანსური დახმარება. 3. ქალაქ თერჯოლაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი თანხებით. 4. ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებულთა დახმარება. 5. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება 6. უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსება. 7. თერჯოლის ინვალიდთა ასოციაციის დახმარება (მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის სხვადასხა ღონისძიებები). 8. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რითაც გათვალისწინებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის დახმარება. კეძოდ; ა) პირველ და მეორე ახალშობილზე 200 ლარი; ბ) მესამე ახალშობილზე 250 ლარი; გ) მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ახალშობილზე 300 ლარი; ტყუპების შეძენის შემთხვევაში 600ლარი. 9. სახლდაზიანებული ოჯახების დახმარების პროგრამა. აღნიშნული ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებული ოჯახების დახმარებას. 10. სოციალურად გაჭირვებულთა მატერიალური დახმარება მედიკამენტებით. 11. სოციალურად გაჭირვებულთა მატერიალური დახმარება საკვები პრუდუქტებით. 12. ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება და სარიტუალო მომსახურება. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე 250 ლარის ოდენობით. 13. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, აღნიშნულით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გარდა პლასტიკური ოპერაციებისა) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება. 14. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარება. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრ. კოდი 01-00) პროგრამა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდს. მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივი ყურადღების საგანია წარმატებულ სპორტმენთა და ახალგაზრდობის მორალური და მატერიალური წახალისების სტიმულირება. მერია აგრეთვე უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პროგრამების ფინანსურ ხელსშეწყობას ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრ. კოდი 02 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზება, ხოლო შემდგომ მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი VI
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 18.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 160.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 69.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 90,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 1.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 19.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 20 |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებაში გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვს 20,0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხით განხორციელდება საჯარო მოხელეების გადამზადება და დაფინანსდება მივლინების ხარჯები. |
მუხლი 21 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 22 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები