,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 07/05/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016151
88
07/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
310050000.54.066.016151
,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №88

2019 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:310050000.54.066.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ62“ და ,,ჰ63“ პუნქტები:   

 ,,ჰ62 ) NVIS – ღამის ხედვის სისტემა;

 ჰ63) NVG –  ღამის ხედვის სათვალე.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ52“ და „ჰ53“ პუნქტები:

„ჰ52) ღამის ხედვის და ვიზუალიზაციის სისტემა“ (NVIS) – ყველა იმ ელემენტის ერთობლიობა, რაც საჭიროა ვერტმფრენზე ფრენისას ღამის ხედვის სათვალის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენებისათვის, მათ შორის - ღამის ხედვის სათვალე, NVIS განათება, ვერტმფრენის კომპონენტები, საჭირო სწავლება და საფრენად ვარგისობის შენარჩუნება;

53) „ღამის ხედვის სათვალე“ (NVG) – ბინოკლის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ადამიანის თავზე მაგრდება და სინათლის გაძლიერების მეშვეობით აუმჯობესებს მის უნარს, დაამყაროს ვიზუალური კონტაქტი ნებისმიერი სახის ზედაპირთან ღამით“.

3. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 61. კოლიმატორული ინდიკატორით (HUD), ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე სისტემებით (EVS)  და ღამის ხედვის სისტემით (NVIS) აღჭურვილი ვერტმფრენები

   თუ, ვერტმფრენი აღჭურვილია კოლიმატორული ინდიკატორით (HUD), ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე სისტემებით (EVS) და ღამის ხედვის სისტემით (NVIS), ამ სისტემებით სარგებლობის ნებართვა სააგენტოს მიერ უნდა იყოს გაცემული.

შენიშვნა 1: HUD-ის და EVS-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს მე-6 დანართის 1-ლი ნაწილის „J“ დამატებაში;

შენიშვნა 2: NVIS-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ  წესის  №6 დანართში.“.

4. წესს დაემატოს დანართი №6 თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე




დანართი №6

ღამის  ხედვის სისტემით ფრენ(NVIS)

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

1. ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ვერტმფრენის ექსპლუატაციის ნებართვას სააგენტო გასცემს იმ ექსპლუატანტზე, რომელიც ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 13 აგვისტოს №142 ბრძანების შესაბამისად გაცემულ სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატს.

2. ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ფრენების შესასრულებლად ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) სიმაღლის რადიომზომით,  რომელიც NVIS გამოყენებით ფრენის ყველა ეტაპზე გამოსცემს  ხმოვან სიგნალს, თუ ვერტმფრენი წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე დაბლა დაეშვება, ხოლო ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს – პილოტის მიერ შერჩეულ სიმაღლეზე.

ბ) NVIS სისტემასთან შეთავსებადი განათებით, რომელიც მოიცავს:

 ბ.ა)  სპეციალური ტიპის განათებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაწყოების დაფაზე არსებული ყველა ძირითადი საპილოტაჟო ხელსაწყოს განათებას;

 ბ. ბ) საერთო განათების ნათურებს;

 ბ. გ) პორტატიულ ფანრებს;

გ) NVIS სისტემასთან შეუთავსებადი  შიდა ნათურების მოხსნის ან ჩაქრობის საშუალებებს.

3. ვერტმფრენზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი NVIS აღჭურვილობა:

ა) სარეზერვო ან მეორადი კვების წყარო ღამის ხედვის სათვალეებისათვის (NVG);

ბ) ჩაფხუტი, ღამის ხედვის სათვალის (NVG) მიერთების შესაძლებლობით.

შენიშვნა: 1. ვერტმფრენზე არსებული ყველა ღამის ხედვის სათვალე (NVG) უნდა იყოს ღამის ხედვის სისტემის (NVIS) შესაბამისი თაობის, მოდელის და ტიპის.

შენიშვნა 2:  დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ევროკავშირის N965/2012 რეგულაციის შემდეგ სახელმძღვანელო მასალებში: SPA.NVIS.110; AMC1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110(f).

მუხლი 2. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები

1. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები უნდა იყოს აღწერილი ტექმომსახურების პროგრამაში და შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ვერტმფრენზე დამონტაჟებული NVIS აღჭურვილობის მიმდინარე ტექმომსახურების და შემოწმების ჩასატარებლად, მინიმუმ შემდეგი კომპონენტებისათვის:

ა) ვერტმფრენის საქარე მინა და მისი გამჭვირვალობა;

ბ) NVIS ნათურები;

გ) ღამის ხედვის სათვალე (NVG);

დ) NVIS  სხვა დამატებითი აღჭურვილობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. სხ-ის ნებისმიერი შემდგომი მოდიფიცირება ან ტექმომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს NVIS სისტემის მწარმოებლის მიერ დადგენილ საფრენად ვარგისობის  მოთხოვნებს.

მუხლი 3.  საექსპლუატაციო პროცედურები

1. ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს (შეიტანოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში) და სააგენტოს წარუდგინოს NVIS ფრენის პროცედურები, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა)  პროცედურებს როგორც სტანდარტულ, ასევე, შესაძლო არასტანდარტულ ვითარებებში ფრენებისათვის;

ბ) მინიმალურ სიმაღლეს, რომელზეც შესაძლებელია ღამის ხედვის სისტემის გამოყენებით (ან მის გარეშე) ფრენაზე გადასვლა და ამ რეჟიმში ფრენის გაგრძელება.

  შენიშვნა: ღამის ფრენები არ უნდა განხორციელდეს ექსპლუატაციის ტიპისათვის დადგენილ ვიზუალურ მეტეოროლოგიურ მინიმუმზე უარეს პირობებში.

გ) შეზღუდვებს, რომლებიც ეხება LED ნათურებით განათებულ წინაღობებს და მასთან დაკავშირებულ:

გ. ა) ეკიპაჟის საწვრთნელ პროგრამებს;

გ. ბ) სტანდარტულ და არასტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ითვალისწინებენ დაბალ სიმაღლეზე ფრენისას პერიოდულად ფრენის არეალის NVIS-ს  გარეშე დათვალიერებას; 

გ. გ) ეკიპაჟის წევრებს შორის კოორდინაციის პროცედურებს;

გ.დ) უსაფრთხო სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის პროცედურას, როდესაც  წინაღობების განლაგება არ არის ცნობილი.

2. ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა უნდა იყოს უდიდესი იმ რაოდენობებს შორის, რომლებიც:

ა) განსაზღვრულია სეს-ში;

ბ) დადგენილია ძირითადი ტიპის საქმიანობისათვის; ან

გ) განსაზღვრულია NVIS-ის გამოყენებით ფრენების შესრულების ნებართვაში.

მუხლი 4. NVIS-ით აღჭურვილი ვერტმფრენის ეკიპაჟის სწავლება და შემოწმება

1. სწავლების დაწყების მომენტისათვის, სხ-ის მეთაურს უნდა ჰქონდეს ვერტმფრენის მეთაურის რანგში ღამით ვფწ-ით, მინიმუმ, 20 სთ ნაფრენი.

2 ეკიპაჟის მომზადების კურსში ჩართული უნდა იყოს ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია დაბალი ხილვადობის პირობებში და NVIS-ის გამოყენებით სტანდარტულ და ავარიულ ვითარებებში ფრენებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისკენ.

3. NVIS-ით აღჭურვილი ვერტმფრენის საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული მომზადება ფშს-ში განსაზღვრული NVIS პროცედურების შესაბამისად.

4. ეკიპაჟის წევრების  ცოდნის შეფასება ტარდება ღამის პირობებში საკვალიფიკაციო შემოწმების  და/ან მარშრუტზე შემოწმებისას.

მუხლი 5. ოსტატობის (პროფესიული ჩვევების) განახლება

1. NVIS-ის ფრენების შემსრულებელ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრს და ტექნიკური ეკიპაჟის ყველა წევრს ბოლო 90 დღის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამი ფრენა NVIS-ის გამოყენებით.

2.ოსტატობის განახლება შესაძლებელია ვერტმფრენზე ან სრულპილოტაჟიან საწაფზე (FFS) საწვრთნელი ფრენის შესრულების მეშვეობით, რომელშიც ჩართული უნდა იყოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელემენტები.    

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ევროკავშირის N965/2012 რეგულაციის შემდეგ სახელმძღვანელო მასალებში: SPA.NVIS.120; SPA.NVIS.130; GM1 SPA.NVIS.130(e); GM2 SPA.NVIS.130(e); AMC1 SPA.NVIS.130(f)(1); AMC1 SPA.NVIS.130(f); GM1 SPA.NVIS.130(f); GM2 SPA.NVIS.130(f); GM3 SPA.NVIS.130(f); GM4 SPA.NVIS.130(f).

მუხლი 6. ინფორმაცია და დოკუმენტაცია

ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ფრენების დაწყებამდე, ექსპლუატანტმა  დადგენილი ფორმით უნდა წარმოადგინოს სააგენტოში:

ა) ეკიპაჟების მომზადების პროგრამა; 

ბ) ფშს, რომელშიც ასახულია  ეკიპაჟების მომზადებასთან და ვერტმფრენის საფრენოსნო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი თითოეული ვერტმფრენისათვის;

გ) ყველა NVIS მოწყობილობის  საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) ცვლილება მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში (MEL); 

ე) მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკების ანალიზი.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ევროკავშირის №965/2012 რეგულაციის სახელმძღვანელო მასალებში: SPA.NVIS.140; AMC1 SPA.NVIS.140; GM1 SPA.NVIS.140.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.