ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016376
12
06/05/2019
ვებგვერდი, 07/05/2019
010250050.35.128.016376
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 6 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №25 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე- 20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №25 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი, 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016170).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ. უზრუნველყოფს  საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე