ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016374
10
06/05/2019
ვებგვერდი, 07/05/2019
010250050.35.128.016374
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 6 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14  დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016159).  

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი   მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2  მუხლის პირველი პუნქტის „გ“და  „პ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ“;

„პ) განიხილავს მერის  წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე