ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016373
9
06/05/2019
ვებგვერდი, 07/05/2019
010250050.35.128.016373
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2019 წლის 6 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა  და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016160).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი   მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე